ტატუ სტუდია
მელანი კანს მიღმა

პროექტის აღწერა
ეს არის ტატუ სტუდიის თანამედროვე ვებ-საიტი, რომელიც შექმნილია ვიზუალურად მუქ, მინიმალისტურ და პრემიუმ სტილში. საიტზე წარმოდგენილია სტუდიის მთავარი გვერდი, არტისტის შესახებ ინფორმაცია, ნამუშევრების გალერეა, ტატუს სტილები, ჯავშნის ფორმა და FAQ სექცია.
პროექტი შექმნილია Next.js ტექნოლოგიით და იყენებს React-ს კომპონენტური სტრუქტურისთვის. დიზაინისთვის გამოყენებულია Tailwind CSS, ხოლო ანიმაციებისთვის Framer Motion. საიტს აქვს ორენოვანი მხარდაჭერა ქართულ და ინგლისურ ენებზე, ენის გადამრთველი, საწყისი ლოადერი, მობილურზე მორგებული მენიუ და responsive დიზაინი, რომელიც სხვადასხვა ეკრანის ზომაზე სწორად ერგება.
საიტს შეუძლია მომხმარებელს აჩვენოს სტუდიის ვიზუალური იდენტობა, არტისტის ფილოსოფია, შერჩეული ნამუშევრები, სხვადასხვა ტატუ სტილი და მისცეს საშუალება დატოვოს ჯავშნის მოთხოვნა სახელით, ტელეფონით, იდეის აღწერით და რეფერენს ფოტოს ატვირთვით.


