ANRA Studio logo
პორტფოლიოში დაბრუნება
სილამაზე და მოვლადემო

სილამაზის სალონი

ფრჩხილის მოვლა თბილისში

https://nail-studio-three-ecru.vercel.app/
სილამაზის სალონი

პროექტის აღწერა

ფრჩხილის სტუდიის ვებ-საიტი არის ონლაინ დაჯავშნის სისტემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ნახოს სერვისები, აირჩიოს სპეციალისტი, შეარჩიოს თავისუფალი თარიღი და დრო, შემდეგ კი გააკეთოს ჯავშანი პირდაპირ საიტიდან.

პროექტი შექმნილია Next.js-ზე და იყენებს Supabase-ს მონაცემთა ბაზისთვის, ავტორიზაციისთვის და რეალურ დროში განახლებებისთვის. დიზაინი სრულად რესპონსიულია და მორგებულია როგორც მობილურზე, ისე desktop-ზე.

საიტზე არის მთავარი გვერდი, სერვისების სექცია, სპეციალისტების სექცია, გალერეა, About გვერდი, საკონტაქტო ინფორმაცია და ონლაინ დაჯავშნის ფორმა. მომხმარებელი ირჩევს სერვისს ან რამდენიმე სერვისს, სისტემამ კი ავტომატურად ითვლის ჯამურ ხანგრძლივობას და აჩვენებს მხოლოდ იმ თავისუფალ დროებს, სადაც არჩეული სერვისი ნამდვილად ეტევა.

ადმინ პანელი დაცულია login სისტემით. ადმინს შეუძლია მართოს ჯავშნები, სერვისები და სპეციალისტები, დაამატოს ან შეცვალოს სამუშაო დღეები, მიუთითოს სპეციალისტის არ ყოფნის პერიოდები, მონიშნოს ჯავშანი შესრულებულად, წაშალოს ჯავშანი და ნახოს შესრულებული ჯავშნების არქივი. ასევე დამატებულია ძებნა, pagination და CSV/Excel export ჯავშნების სარეზერვო ფაილად ჩამოსატვირთად.

სისტემა ითვალისწინებს სამუშაო საათებს, უკვე გასულ დროებს, დაკავებულ ჯავშნებს, სპეციალისტის სამუშაო დღეებს და არ ყოფნის პერიოდებს. Supabase Realtime-ის საშუალებით ცვლილებები აისახება გადატვირთვის გარეშე, მაგალითად ახალი ჯავშანი ადმინ პანელში ავტომატურად გამოჩნდება.

პროექტში გამოყენებულია:

  1. Next.js
  2. React
  3. TypeScript
  4. Tailwind CSS
  5. Supabase Database
  6. Supabase Auth
  7. Supabase Realtime
  8. Row Level Security (RLS)
  9. SEO Metadata
  10. Responsive UI
  11. CSV Export
  12. Admin Dashboard

სხვა პროექტები